სასწავლო ვიზიტი ფინეთში

მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში "საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი ინკლუზიური პროფესიული განათლების  სპეციალისტებისთვის" მობილობა მოიპოვა სალომე ფიფიამ, უნივერსიტეტის ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტმა და სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება ფინეთში.
საერთაშორისო სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო ინკლუზიური განათლების ეფექტური პრაქტიკისა და პროფესიული განვითარების მექანიზმების გაცნობა, ადგილობრივ კოლეჯებში ვიზიტი და იმ მიდგომების შესწავლა, რომლებიც უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტთა ინტეგრაციასა და მხარდაჭერას. 
ვიზიტის განხორციელების შემდეგ სალომე ფიფიამ  ზსუ-ს პერსონალს  (ადმინისტრაცია, მასწავლებელი) ფინეთში მიღებული გამოცდილება გაუზიარა.