ზსუ-ს პარტნიორებმა ,,სასწავლო საწარმოს“ სტატუსი მიიღო

მიმდინარეობს საიტის განახლება

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა და სენაკის საფუტკრე მეურნეობამ რკ ,,ოცნება”,  სასწავლო საწარმოს სტატუსი 6 წლის ვადით მიიღო! 
2019 წლიდან დღემდე ზემოხსენებულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, წარმატებით ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები „დეკორატიული მებაღეობა“ ზუგდიდში, ხოლო  ,,მეფუტკრეობა”  სენაკში. პარტნიორ ორგანიზაციებში არსებული გარემო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და კვალიფიციური კადრები სრულად შეესაბამება პროფესიული განათლების მიზნებსა და სტანდარტებს.