დასაქმების ფორუმი 2025 ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2025 წლის 24 და 25 სექტემბერს ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ კოლეჯში ,,ლაკადა“ (GIZ) გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზებით გაიმართა ვორქშოპები და დასაქმების ფორუმი. დასაქმების ფორუმი მოიცავდა საინფორმაციო სესიებს, პერსონალურ კონსულტაციებს, ვორქშოფებს.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირებას რეგიონის წამყვან დამსაქმებლებთან. დასაქმების მსურველები გაეცნენ წარმოდგენილ ვაკანსიებს, ადგილზე გაესაუბრნენ დამსაქმებლებს და შეავსეს სააპლიკაციო ფორმები.
წარმოდგენილი ორგანიზაციები: ლაზიკა კაპიტალი; ლეთო - Leto Boutique Hotel Zugdidi; მაკდონალდსი - McDonald's; ბიგ დეი; Iberia Palace - იბერია პალასი; ევროჰაუსი 2020; დასაქმების ხელშეწყობა სამეგრელოში - რესტარტი; ავერსი და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ინიციატივა განხორციელდა პროექტის “EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს მიერ (BMZ), და ხორციელდრბა GIZ-ის მიერ.

