AI — ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით მასტერკლასი
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებთან დაკავშირებით ჩატარდა მასტერკლასი ,,როგორ ამარტივებს AI სწავლების პროცესს”. მასტერკლასის მიზანი იყო პროფესიული მასწავლებლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების გაცნობა განათლების პროცესში. მათ გაიაზრეს როგორ შეუძლიათ AI ინსტრუმენტების დახმარებით გაამარტივონ გაკვეთილების დაგეგმვა, შეფასება და სასწავლო რესურსების შექმნა. შეხვედრა მოიცავდა რეალურ მაგალითებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, დისკუსიებს თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების შესახებ.
ზემოაღნიშნული მასტერკლასი ჩატარდა ზსუ-ს უწყვეტი განათლების ცენტრის ფარგლებში.

