მიმდინარეობს პროფესიული გადამზადების პროგრამა სოფლის მეურნეობის მიმართულებით
(ა)აიპ პროფესიული უნარების სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 27 მსმენელისთვის ხორციელდება პროფესიული გადამზადების პროგრამა ,,სოფლის მეურნობის კულტურების მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული დაცვა". გადამზადების პროგრამა საშუალებას აძლევს მსმენელებს შეისწავლონ მავნებელთა ინტეგრირებული მართვის არსი, მავნებელთა მონიტორინგისა და ნიმუშების აღების მეთოდები და ტექნიკა, მავნებელთა კონტროლის ისეთ სახეები, როგორიცაა მარეგულირებელი, კულტურული. მექანიკური, ბიოლოგიური, ქიმიური კონტროლი;
პროგრამა შემუშავებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის - USDA მიერ დაფინანსებული პროექტის“ საქართველოს სანიტარული და ფიტოსანიტარული შესაძლებლობების გაუმჯობესება“ (SPS Capacity Building in Georgia) ფარგლებში. და ეყრდნობა კალიფორნიის, ფრეზნოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მომზადებულ ონლაინ სასწავლო კურსს „მავნებელთა ინტეგრირებული მართვა“ (IPM).
ცნობილია, რომ „პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 მაისის №215 დადგენილების საფუძველზე 2024 წლის 1 იანვრიდან პესტიციდების პროფესიონალი მომხმარებლები, დისტრიბუტორები და კონსულტანტები ვალდებული არიან გაიარონ პროფესიული გადამზადება, რომელიც მიზნად ისახავს შესაბამისი ცოდნის გადაცემას მათი ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების გათვალისწინებით, რაც შესაბამისობაშია დადგენილების უნივერსიტეტის ავტორიზებულ პროფესიული გადამზადების პროგრამასთან ,,სოფლის მეურნობის კულტურების მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული დაცვა" .

