ახალგაზრდულ ფორუმში ზსუ-ს სტუდენტების მონაწილეობ
მიმდინარეობს საიტის განახლება
ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი გაიმართება 8 დეკემბერს, ზუგდიდში, სასტუმრო “დადიანი ინნ”-ში., რომლის მიზანია სტუდენტები პირადად შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაეცნონ აქტიურ ვაკანსიებს სხვადასხვა სფეროში, მიიღონ პრაქტიკული რჩევები კარიერული გზის არჩევასა და დასაქმების პროცესში, ისწავლონ სახელმწიფო და კერძო სექტორის პროგრამების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ დასაქმებას.
ღონისძიება მოიცავს:
- ინტერაქტიულ შეხვედრებს დამსაქმებლების სტენდებთან;
- პანელის სესიას, სადაც სპეციალისტები და ორგანიზაციები ისაუბრებენ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე;
- შესაძლებლობას, მიიღოთ რეკომენდაციები და მცირე ინტერვიუები პოტენციური დასაქმებისთვის.

