ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების 208 წლის აღნიშვნა
2025 წლის 1 დეკემბერს ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების 208 წლის აღსანიშნავად უნივერსიტეტს ესტუმრნენ ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები. მათ სასკოლო არჩევითი საგნის - დასავლეთის ლიტერატურა - ფარგლებში, პედაგოგების: ნესტან ფიფიასა და ნანა წითაშვილის ხელმძღვანელობით - წარმოადგინეს საკონფერენციო თემები, რომელშიც ეხებოდნენ ბარათაშვილის პოეზიას დასავლური რომანტიზმის დიდი წარმომადგენლების: ბაირონის, ნოვალისის, ლეოპარდის შემოქმედებასთან კავშირში.
მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს სამახსოვროდ გადაეცათ ჩვენს უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების კრებული, რომელიც მიეძღვნა ნ. ბარათაშვილის შემოქმედებას.

