შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 2025 წლის 18 დეკემბრიდან აცხადებს კონკურსს რექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად
სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 2025 წლის 18 დეკემბრიდან აცხადებს კონკურსს რექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
რექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 10 წლის სტაჟი.
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე;
- სამოქმედო გეგმა/პრეზენტაცია;
- სამოტივაციო წერილი;
- ავტობიოგრაფია/CV;
- დიპლომის/ების ასლი;
- სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერტიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ცნობა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან კანდიდატის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- 2 ც ფოტოსურათი ¾;
- ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“.
კანდიდატთა საბუთები მიიღება უნივერსიტეტში 2026 წლის 20 იანვრიდან 2026 წლის 28 იანვრის ჩათვლით (ოთახი N221, აკადემიური საბჭოს სამდივნო), დილის 10 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14. აკადემიური საბჭოს მიერ საბუთების/წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხილვა ჩატარდება 2026 წლის 29 იანვარს, არჩევნები ჩატარდება 2026 წლის 30 იანვარს.

