EIT Higher Education Initiative – Call for Proposals
2025 წლის 3 დეკემბრიდან დაიწყო განაცხადების მიღება EIT-ის უმაღლესი განათლების ინიციატივის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსზე.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის, ბიზნესებისთვის, კვლევითი ორგანიზაციებისთვის, საჯარო სექტორისა და არასამთავრობო პარტნიორებისთვის.
კონკურსის ფარგლებში ხელმისაწვდომია მაქსიმუმ 2 მილიონ ევრომდე დაფინანსება თითოეული პროექტისთვის (ვადით 24 თვე), ხოლო საერთო ბიუჯეტი შეადგენს 70 მილიონ ევრომდე — ინოვაციის, მეწარმეობის და სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ევროპული აკადემიური ეკოსისტემის მასშტაბით.
განაცხადები მიიღება ორ თემატურ მიმართულებაზე:
თემა 1 – STEM
ინოვაციური და მეწარმეობრივი უნარების განვითარება STEM განათლებაში, უნივერსიტეტებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის გაღრმავება და კვლევების ბაზარზე გადატანის მექანიზმების გაძლიერება.
თემა 2 – ევროპის უნივერსიტეტების ალიანსები (EUAs)
ევროპის უნივერსიტეტების ალიანსებსა და EIT ეკოსისტემას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება, მეწარმეობის ტრენინგის ინტეგრაცია და ინოვაციური ქსელების გაფართოება.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 4 მარტი 2026, 17:00 CET
ეწვიეთ კონკურსის ოფიციალურ გვერდს, გაეცანით დეტალურ ინფორმაციას, დაიწყეთ კონსორციუმის ფორმირება matchmaking პლატფორმაზე და დარეგისტრირდით დაგეგმილ საინფორმაციო სესიებზე.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შესაძლებლობა ევროპის უმაღლესი განათლების სექტორში მეწარმეობისა და ინოვაციის გაძლიერებისთვის.
დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ აქ: https://eit-hei.eu/.../open.../call-for-proposals-2025/...
https://events.conversationstarter.net/e/eit-hei-call-2025-matchmaking-p...

