ონლაინ ვორქშოფების სერია Erasmus+ პროექტის Re-Direction ფარგლებში

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, კონსორციუმის წევრ ქართველ და უკრაინელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ონლაინ ვორქშოფების სერიაში, რომელსაც უძღვებოდნენ საბერძნეთისა და გერმანიის უნივერსიტეტების პროფესორები.

ვორქშოფების მონაწილე აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შესაძლებლობა ჰქონდა ემსჯელათ შემდეგ საკითხებზე: მდგრადობის უზრუნველყოფა ბიზნესში; ხელოვნური ინტელექტი უმაღლეს განათლებაში; საავადმყოფოებში რესურსებისა და პროცესების ოპტიმიზაციისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება.

პროექტი RE-DIRECTION, რომლის ხანგრძლივობაც სამ წელს შეადგენს, მიზნად ისახავს, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მეთოდოლოგიის ჩარჩოსა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებას, მწვანე კომპეტენციებისა და მეთოდების თვალსაზრისით სიახლეების დანერგვას, მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის კუთხით არსებული მიდგომების გაუმჯობესებაზე მუშაობას და სხვა მრავალ აქტივობას.

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.