არაფორმალური 40 საათიანი სასწავლო კურსი „ციფრული მარკეტინგი და ონლაინ ბრენდინგი“. შეხვედრები მიმდინარეობს ჰიბრიდულ რეჟიმში.

მიმდინარეობს საიტის განახლება

17 ნოემბერს დაიწყო არაფორმალური 40 საათიანი სასწავლო კურსი „ციფრული მარკეტინგი და ონლაინ ბრენდინგი“. შეხვედრები მიმდინარეობს ჰიბრიდულ რეჟიმში.

კურსის მიზანია მონაწილეებში ციფრული წიგნიერების, მეწარმეობის, კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება. მონაწილეები გაეცნონ ციფრული მარკეტინგის თანამედროვე პრაქტიკებს, სოციალური მედიის მართვის ინსტრუმენტებს, კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიებს, ვიზუალური დიზაინის შექმნას (Canva/Figma), ონლაინ რეკლამირების პრინციპებს (Meta Business Suite) და მარტივი ვებსაიტების შექმნას (Wix).

 კურსი ხორციელდება პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერილი პროექტის „პროფესიულ განათლებაში საკვანძო კომპეტენციების მიზნით შემუშავებული არაფორმალური საგანმანათლებლო კურსი“ ფარგლებში, რომელიც შემუშავებულია ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის მიერ.

605447596_1193037556140954_4517598456730787208_n.jpg603844104_1193037352807641_8071929558475373691_n.jpg602501267_1193037502807626_2964885665131316800_n.jpg