ტრენინგების სერია Erasmus+ პროექტის PRODIGE ფარგლებში

მიმდინარეობს საიტის განახლება

ტრენინგების სერია Erasmus+ პროექტის PRODIGE “PROmoting high-quality DIGital Education in Georgia” (მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში) ფარგლებში გრძელდება. 

2026 წლის 26 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სინქრონულ და ასინქრონულ ფორმატში გაიზიარეს ესტონელი ექსპერტების გამოცდილება თემაზე „კურსის განხორციელება და სწავლების მეთოდები ციფრულ განათლებაში”. ჩატარდა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა ციფრული განათლებისთვის სწავლების თანამედროვე მიდგომების გააზრებასა და პრაქტიკაში დანერგვას. მონაწილეებმა წარმოადგინეს ფინალური პროექტები მათ მიერ არჩეული სწავლების მეთოდის შესახებ და მიიღეს უკუკავშირი კოლეგებისგან და ტრენერებისგან. 

პროექტი PRODIGE არის 3-წლიანი სტრუქტურული რეფორმის პროექტი, რომელიც ორგანიზებას უწევს მაღალი ხარისხის ციფრული განათლების (DE) დანერგვას საქართველოში.

პროექტის მხარდამჭერია ესტონეთის ხარისხისა და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტო და უნივერსიტეტების ქსელი, პროექტში ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 10 უმაღლესი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულება და პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები ბელგიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან და ხორვატიიდან. პროექტის კოორდინატორია ბელგიური ორგანიზაცია EFMD.