მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე.

მიმდინარეობს საიტის განახლება

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა. ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა უმრავლესობას ქალი მკვლევარები წარმოადგენენ. 2015 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 11 თებერვალი ოფიციალურად გამოაცხადა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ, რათა გაეძლიერებინა გენდერული თანასწორობა და მეტი გოგონა ჩაერთო მეცნიერების სფეროში.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წლიდან არსებობს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” ფარგლებში გახსნილი საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი, რომელიც წარმოადგენს მხარდამჭერ მექანიზმს მკვლევართათვის.