ტრენინგი „მეწარმეობის უნარების განვითარება ახალგაზრდებში“ დასკვნითი შეხვედრა,
მიმდინარეობს საიტის განახლება
2026 წლის 7 თებერვალს გაიმართა ტრენინგის „მეწარმეობის უნარების განვითარება ახალგაზრდებში“ დასკვნითი შეხვედრა, თემა: „ბიზნეს მოდელის შექმნა და კანვას მეთოდოლოგია”. ტრენინგების სერია მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში (პროფესიული სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები) სამეწარმეო უნარების განვითარებას. ტრენინგს უძღვებოდა ლალი გამისონია - პროექტების მართვის ექსპერტი.
შეხვედრების სერია განხორციელდა პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ინიციატივა განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც შემუშავებულია ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოქმედებითი ინკუბატორის მიერ.




