უნივერსიტეტი 2026 წლის 06 აპრილიდან აცხადებს კონკურსს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტური ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად

მიმდინარეობს საიტის განახლება

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2026 წლის 06 აპრილიდან  აცხადებს კონკურსს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტური  ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე  უნივერსიტეტის პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

გასაუბრების დროს უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც პროფესიულ ცოდნასთან ერთად ფლობს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების შესახებ.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელად პირი აირჩევა 4 წლის ვადით. შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე.

2. სამოტივაციო წერილი.

3. ავტობიოგრაფია /cv.

4. სამოქმედო გეგმა.

4. აკადემიური თანამდებობაის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერტიფიკატების ასლები.

6. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი.

7. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

8. ფიტოსურათი 2 ც  ¾.

9. ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“.

კანდიდატთა  საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მისამართზე-ქ. ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14 (აკადემიური საბჭოს სამდივნო, ოთახი N221), 2026  წლის  07 მაისიდან 2026 წლის  18 მაისის ჩათვლით  (17:30  საათამდე,  შაბათ-კვირის გარდა).

 კონკუსი ჩატარდება 2026 წლის 20  მაისს (საბუთების განხილვა),  22   მაისს   (გასაუბრება).