ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა XVII სამეცნიერო კონფერენცია .
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო სამსახურის ორგანიზებით ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა XVII სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 40-მდე ახალგაზრდამ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან და სკოლიდან.
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ: ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტები და ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N 1 საჯარო სკოლისა და დარჩელის N 1 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა და მოიცავდა სამ სექციას:
ისტორია და ქართული ფილოლოგია.
ბიზნესის ადმინისტრირება, საჯარო მმართველობა და სამართალი.
სკოლამდელი განათლება და საინფორმაციო ტექნოლოგიები







