უნივერსიტეტი 2026 წლის 28 აპრილიდან   აცხადებს კონკურსს  უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

მიმდინარეობს საიტის განახლება

                                                                                                                                

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2026 წლის 28 აპრილიდან   აცხადებს კონკურსს  უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

1.ინფორმაციული ტექნოლოგიების (მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ინტეგრირებით),  ტურიზმის" საბაკალავრო და ტურიზმის მენეჯმენტის" სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ა) ასოცირებული  პროფესორი  -  2   საშტატო ერთეული.

2.,,ქართული ფილოლოგიის (მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ინტეგრირებით), ისტორიის (მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ინტეგრირებით), ინგლისური ფილოლოგიის (მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ინტეგრირებით), საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

ა) ასოცირებული  პროფესორი  -  1 საშტატო ერთეული.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

 1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

 2. გასაუბრება/პრეზენტაცია.   

ასოცირებული პროფესორის  აკადემიურ თანამდებობაზე  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

 აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი  ხელშეკრულებით.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

ასოცირებული  პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. სამოტივაციო წერილი.

3. ავტობიოგრაფია.

4. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.

8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების  სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს  კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

12. ორი ფოტოსურათი.

13. ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“

 კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14,),  2026 წლის 29 მაისიდან  05 ივნისის   ჩათვლით  17: 30  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა).

 კონკურსი ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისს (საბუთების განხილვა), 09 ივნისს  (გასაუბრება/პრეზენტაცია).