იუსტიციის სახლსა და საქართველოში აკრედიტებულ 16 უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მიმდინარეობს საიტის განახლება

სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფისა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით იუსტიციის სახლსა და საქართველოში აკრედიტებულ 16 უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ინიციატივა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, აკადემიური ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში განამტკიცონ და სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესს უშუალოდ იუსტიციის სახლში გაეცნონ.

იუსტიციის სახლსა და უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს განათლებისა და საჯარო სერვისების სფეროებს შორის ეფექტიანი კავშირის გაძლიერებისკენ და ქმნის მყარ საფუძველს მომავალი თაობების პროფესიული განვითარებისათვის.

მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივა ითვალისწინებს ახალგაზრდების მხარდაჭერას არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც, რაც ხელს შეუწყობს განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თანაბარ ხელმისაწვდომობას ქვეყნის მასშტაბით.

აღნიშნული ინიციატივა სტუდენტებს საკუთარ რეგიონში კონკურენტუნარიანი ანაზღაურების მქონე სამუშაო ადგილებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში მოქმედ 9 სახელმწიფო და 7 კერძო უნივერსიტეტთან გაფორმდა.

      685417635_1289219039856138_4723551123711643797_n.jpg 684722110_1289218959856146_583208887540083049_n.jpg 683389148_1289219036522805_8205269998307021393_n.jpg