უნივერსიტეტმა უმასპინძლა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს
30 აპრილს, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს. შეხვედრა მიზნად ისახავდა აკადემიური და კულტურული კავშირების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრი და სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ცენტრი „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობენ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების როლზე სამშვიდობო პროცესებში, ურთიერთნდობის აღდგენასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
