საგრანტო პროექტის ,,XX საუკუნის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკვანძო საკითხები ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში“ ფარგლებში უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შესახებ

მიმდინარეობს საიტის განახლება

2026 წლის 6 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის, „XX საუკუნის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკვანძო საკითხები ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში“ (OTG-I-25-401) ფარგლებში სტუდენტებთან ლექციები ჩატარდა. პროექტის ხელმძღვანელთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, მალხაზ მაცაბერიძესთან სტუდენტებს შეხვდნენ პროექტში ჩართული, ზუგდიდის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი -პროფესორები ზაალ ქორთუა და მალხაზ გოგუა. პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი კონკურსის გამარჯვებულია.

             d288b06a-a457-49ca-994e-c97ef0daf2b2.jpg 7b2a92ce-0d08-4c34-bbf2-c254173176b2.jpg 126c616c-2105-4156-8d97-06c1305c202c.jpg