უნივერსიტეტი 2026 წლის 12 მაისიდან აცხადებს აკადემიური საბჭოს არჩევნებს

მიმდინარეობს საიტის განახლება

აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა სამი წევრით. აკადემიური საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე  უნივერსიტეტის პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი .

 კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე.

2. აკადემიური თანამდებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ფაკულტეტიდან).

3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

 

კანდიდატთა  საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში (დილის 10 საათიდან 17.30 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, მისამართზე-ქ.ზუგდიდი ჯანაშიას  ქ.№14, საარჩევნო კომისია ოთახი  N 230),  2026 წლის   13  მაისიდან  2026  წლის 22 მაისის  ჩათვლით,  არჩევნები ჩატარება  2026  წლის  27  მაისს.