ტრენინგების სერია Erasmus+ პროექტის PRODIGE “PROmoting high-quality DIGital Education in Georgia” (მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში) ფარგლებში გრძელდება.

მიმდინარეობს საიტის განახლება

ტრენინგების სერია Erasmus+ პროექტის PRODIGE “PROmoting high-quality DIGital Education in Georgia” (მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში) ფარგლებში გრძელდება.

 2026 წლის 20 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ ტრენინგში და გაიზიარეს ესპანელი ექსპერტების გამოცდილება ციფრული განათლების როლზე ინტერნაციონალიზაციის პროცესში.

ტრენინგი მიმდინარეობდა სინქრონულ და ასინქრონულ ფორმატში. ტრენინგის ბოლოს კი მონაწილეებმა წარმოადგინეს ინსტიტუციური სამოქმედო გეგმები და მიიღეს უკუკავშირი კოლეგებისგან და ტრენერებისგან.

პროექტი PRODIGE არის 3-წლიანი სტრუქტურული რეფორმის პროექტი, რომელიც ორგანიზებას უწევს მაღალი ხარისხის ციფრული განათლების (DE) დანერგვას საქართველოში.

 პროექტის მხარდამჭერია ესტონეთის ხარისხისა და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტო და უნივერსიტეტების ქსელი, პროექტში ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 10 უმაღლესი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულება და პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები ბელგიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან და ხორვატიიდან. პროექტის კოორდინატორია ბელგიური ორგანიზაცია EFMD.

The training series within the framework of the Erasmus+ project PRODIGE – “PROmoting high-quality DIGital Education in Georgia” continues.

From April 20 to May 11, 2026, representatives of Shota Meskhia Zugdidi State University participated in the training “Using DE as a driver for internationalisation” and shared the experience of Spanish experts on the role of digital education in the internationalisation process.

The training was conducted in both synchronous and asynchronous formats. At the end of the training, participants presented their institutional action plans and received feedback from colleagues and trainers.

The PRODIGE project is a three-year structural reform initiative aimed at facilitating the implementation of high-quality digital education (DE) in Georgia. The project is supported by the Estonian Quality and International Accreditation Agency and a network of universities. It involves the Ministry of Education, Science, and Youth of Georgia, the National Center for Educational Quality Enhancement, ten Georgian higher education institutions, and partner educational institutions from Belgium, Estonia, Spain, and Croatia. The project is coordinated by EFMD.