უნივერსიტეტში „XX საუკუნის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკვანძო საკითხები ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში“ (OTG-I-25-401) ფარგლებში სტუდენტებთან ლექციები ჩატარდა.

მიმდინარეობს საიტის განახლება

2026 წლის 6 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის, „XX საუკუნის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკვანძო საკითხები ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში“ (OTG-I-25-401) ფარგლებში სტუდენტებთან ლექციები ჩატარდა. პროექტის ხელმძღვანელთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, მალხაზ მაცაბერიძესთან სტუდენტებს შეხვდნენ პროექტში ჩართული, ზუგდიდის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი -პროფესორები ზაალ ქორთუა და მალხაზ გოგუა. პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი კონკურსის გამარჯვებულია

         709527150_26848516794820054_5694221095850405396_n.jpg 709346010_26848516231486777_5514855936157436973_n.jpg 709507780_26848517468153320_6537134826832439338_n.jpg