საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ.
3 ივნისს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და აკადემიური პერსონალი. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობებისა და ვადების შესახებ დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდეს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სამეგრელო–ზემო სვანეთის და გურიის რეგიონული ცენტრის უფროსის მოადგილემ ლაშა ფარცვანიამ, ადმინისტრაციული განყოფილების უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ოთარ კილასონიამ და ცენტრის სერჟანტმა, მასტერ სერჟანტმა დავით მოსიავამ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თავდაცვის კოდექსის თანახმად, 2025 წლიდან წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიურად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხორციელდება, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.
