უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართულ Erasmus+ პროექტის PrecAgri4All პარტნიორთა პირველ ოფიციალურ შეხვედრასა და კონფერენციაში,

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართულ Erasmus+ პროექტის PrecAgri4All პარტნიორთა პირველ ოფიციალურ შეხვედრასა და კონფერენციაში, რომელსაც მასპინძლობდა ორგანიზაცია AKMI. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორები და დაინტერესებული მხარეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

 შეხვედრაზე პარტნიორებმა განიხილეს პროექტის მართვის საკითხები, ყურადღება გაამახვილეს მე-2 და მე-3 სამუშაო პაკეტების აქტივობებზე და დაგეგმეს შემდგომი აქტივობები.

კონფერენციაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილებები გერმანიიდან, საქართველოდან და უკრაინიდან. ასევე განხილული იქნა ინოვაციური მიდგომები და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობები.

პროექტი PrecAgri4All მიზნად ისახავს პროფესიული განათლებისა და გადამზადების (VET) სისტემების მოდერნიზაციას უკრაინასა და საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების ინტეგრირების გზით.

პროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან („Farm to Fork სტრატეგიასთან, ევროკავშირის „მწვანე შეთანხმებასთან“, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკასთან) და ემსახურება პროფესიული განათლებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის გაძლიერებას, დიგიტალური ტრანსფორმაციის ხელშეწყობასა და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებას.

representatives of Shota Meskhia Zugdidi State University participated in the Kick-Off Meeting and Launch Conference of the Erasmus+ project PrecAgri4All, held in Athens, Greece and hosted by AKMI. The event brought together project partners and stakeholders from various European countries.

During the meeting on May 19, the partners discussed project management issues, focused on the activities under Work Packages 2 and 3, and planned the next steps of implementation.

during the conference, participants presented best practices and experiences from Germany, Georgia, and Ukraine. Innovative approaches and opportunities for the development of sustainable agriculture were also discussed.

The PrecAgri4All project seeks to modernize VET systems in Ukraine and Georgia by integrating Precision Agriculture (PA) technologies and methodologies.

 Aligned with EU priorities (Farm to Fork Strategy, EU Green Deal, Eastern Partnership policy), PrecAgri4All strengthens VET-industry collaboration, digital transformation, and sustainable farming, ensuring that future agricultural professionals are equipped for a competitive, resilient, and environmentally responsible sector.

               716762804_1316708340440541_7716038192444696326_n.jpg 717257582_1316708380440537_7192201173113699953_n.jpg 713823876_1316708450440530_8483468197431770528_n.jpg