ახალგაზრდები ციფრულ და ჯანსაღ გარემოში

მიმდინარეობს საიტის განახლება

თუ ხარ 17-დან 29 წლამდე ახალგაზრდა, ცხოვრობ სამეგრელო-ზემო სვანეთში, გინდა უკეთ გაიცნო და განავითარო საკუთარი თავი და გადადგა რეალური ნაბიჯები წარმატებისკენ, მაშინ ეს პროექტი შენთვისაა! არ გაუშვა შესაძლებლობა ხელიდან, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!
პროექტი განხორციელდება: 2026 წლის 8 ივნისიდან 20 ივლისამდე.
შეხვედრები ჩატარდება ოფლაინ რეჟიმში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.
მისამართი: ბ. ჯანაშიას #14
პროექტის ფარგლებში შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია და დაესწროთ შემდეგ ტრენინგ-სესიებს ( შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ყველა მიმართულებაზე):
თვითბრენდინგის პრაქტიკული კურსი
ციფრული უსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის ტრენინგები
ხელოვნური ინტელექტის რესურსები სასწავლო პროცესისთვის
მენტალური ჯანმრთელობის სესიები
ტექნიკური ინგლისურის კურსი
დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://docs.google.com/.../1FAIpQLScfrD288PP.../viewform...
კურსის გავლის შემდეგ მიიღებ:
სერტიფიკატს რომელიც ადასტურებს შენ მონაწილეობას პროექტში;
ბრენდირებულ მაისურს;
ბრენდირებულ კალამს;
ბრენდირებულ ბლოკნოტს.
პროექტი ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency - ს მიერ საგრანტო კონკურსის ,,ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა" ფარგლებში და მისი ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ტექნიკური მხარდამჭერია
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი . Zugdidi State University