უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ Erasmus+ RE-DIRECTION ფარგლებში გამართულ მესამე ტრანსნაციონალურ პარტნიორთა შეხვედრაში, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართა

მიმდინარეობს საიტის განახლება

2026 წლის 28-29 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ Erasmus+ RE-DIRECTION ფარგლებში გამართულ მესამე ტრანსნაციონალურ პარტნიორთა შეხვედრაში, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართა და უმასპინძლა მეტროპოლიტან კოლეჯმა.

 სამუშაო შეხვედრის ფარგლებში პროექტის პარტნიორებმა განიხილეს პროექტის მე-4 და მე-5 სამუშაო პაკეტების ფარგლებში შესრულებული აქტივობები, შეაფასეს მიღწეული შედეგები და დაგეგმეს შემდგომი აქტივობები.

 პროექტი RE-DIRECTION, რომლის ხანგრძლივობაც სამ წელს შეადგენს, მიზნად ისახავს, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მეთოდოლოგიის ჩარჩოსა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებას, მწვანე კომპეტენციებისა და მეთოდების თვალსაზრისით სიახლეების დანერგვას, მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის კუთხით არსებული მიდგომების გაუმჯობესებაზე მუშაობას და სხვა მრავალ აქტივობას.

 დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.

On May 28–29, 2026, representatives of Shota Meskhia Zugdidi State University participated in the Third Transnational Project Meeting of the Erasmus+ RE-DIRECTION project, hosted by Metropolitan College in Athens, Greece.

During the working meeting, the project partners reviewed the activities implemented under Work Packages 4 and 5, assessed the results achieved so far, and discussed and planned the next stages of project implementation and upcoming activities.

 The project RE-DIRECTION is planned to be executed in a period of 3 years. It is oriented on creating methodological framework and policy recommendations on digital transformation, implementing innovative steps in the field of green competencies and methods and improving the existing approaches to inclusivity of migrants and IDPs.

 Funded by the European Union. Views and opinions expressed are however those of the author(s) only and do not necessarily reflect those of the European Union or European Education and Culture Executive Agency (EACEA). Neither the European Union nor the European Education and Culture Executive Agency can be held responsible for them.

       715950545_1316635470447828_8713217263802026460_n.jpg  717257983_1316635473781161_8167133486631579883_n.jpg  714410088_1316635537114488_5358022541297960094_n.jpg