უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭო 2026 წლის 26 ივნისიდან აცხადებს არჩევნებს საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის  ვაკანტური  თანამდებობის დასაკავებლად

მიმდინარეობს საიტის განახლება

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭო 2026 წლის 26 ივნისიდან აცხადებს არჩევნებს საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის  ვაკანტური  თანამდებობის დასაკავებლად

საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე  უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 7 წლის გამოცდილება.

 კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე.

2. სამოტივაციო წერილი.

3. ავტობიოგრაფია /cv.

4. სამოქმედო გეგმა.

5. აკადემიური თანამდებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერტიფიკატების ასლები.

7. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი).

8. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

9. ფოტოსურათი 2 ც  ¾.

10. ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“.

კანდიდატთა  საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მისამართზე-ქ. ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14 (ფაკულტეტის  საბჭოს სამდივნო, მესამე სართული, ოთახი N 303), 2026  წლის  27 ივლისიდან   2026  წლის  05 აგვისტოს ჩათვლით  (17:30  საათამდე,  შაბათ-კვირის გარდა).

 კონკუსი  ჩატარდება (საბუთების განხილვა), ჩატარდება 2026 წლის 07 აგვისტოს,  გასაუბრება/არჩევა 2026 წლის 10 აგვისტოს.