უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus + პროექტის ReGrow - სოფლის მეურნეობის ზრდის აღდგენა პოსტკონფლიქტურ უკრაინაში და გარდამავალ საქართველოში ფარგლებში გამართულ მეორე ტრანსნაციონალურ შეხვედრასა (TPM2) და ტრენინგში (Train-the-Trainer) მონაწილეობდნენ,

მიმდინარეობს საიტის განახლება

2026 წლის 8-12 ივნისს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus + პროექტის ReGrow - სოფლის მეურნეობის ზრდის აღდგენა პოსტკონფლიქტურ უკრაინაში და გარდამავალ საქართველოში ფარგლებში გამართულ მეორე ტრანსნაციონალურ შეხვედრასა (TPM2) და ტრენინგში (Train-the-Trainer) მონაწილეობდნენ, რომელიც გერმანიაში გაიმართა. პროექტის პარტნიორებს საქართველოდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან უმასპინძლა თრისდორფის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტმა - University of Applied Sciences Weihenstephan-Triesdorf.

ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა პროექტის სტრატეგიები და მიმდინარეობის დეტალები, შეფასდა სამუშაო პაკეტების პროგრესი, ჩატარდა ტრენინგი ციფრული ტრანსფორმაციისა და ზუსტი სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების მიმართულებით - ინოვაციური ტექნოლოგიების, ჭკვიანი სოფლის მეურნეობის გადაწყვეტილებებისა და აგრარული განათლების თანამედროვე მიდგომების შესახებ ექსპერტების მიერ წარმართულ სესიებს.

 ReGrow არის ტრანსფორმაციული ინიციატივა, რომელიც დაფინანსებულია Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოში და უკრაინაში სოფლის მეურნეობის განათლებასა და პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებზე პასუხის გაცემას. პროექტი წარადგენს ინოვაციურ მაგისტრატურის პროგრამას ზუსტ მიწათმოქმედებაში (MSc), რომელიც აერთიანებს მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მიღებას, რესურსების ეფექტურ გამოყენებას და მდგრადობას სოფლის მეურნეობის განათლებაში და ორი დამატებითი მხარის — გერმანიისა და საბერძნეთის გამოცდილების გაზიარებას. ეს მრავალდისციპლინარული მიდგომა უზრუნველყოფს, რომ კურსდამთავრებულებმა და პროფესიონალებმა შეიძინონ ის უნარები და ცოდნა, რაც საჭიროა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის.

 8–12 June 2026, representatives of Shota Meskhia Zugdidi State University participated in the Second Transnational Project Meeting (TPM2) and the Train-the-Trainer workshop held within the framework of the Erasmus+ project ReGrow - Rebuilding Growth in Agriculture in Post-Conflict Ukraine & Transitioning. The events took place in Germany and were hosted by the University of Applied Sciences Weihenstephan-Triesdorf. The meeting brought together project partners from Georgia, Ukraine, Greece, and Germany.

 During the visit, discussions focused on the project's strategic approach and implementation progress, educational content development, the advancement of the work packages was reviewed. The training sessions were delivered on digital transformation and precision agriculture technologies - expert-led sessions on innovative technologies, smart farming solutions, and modern approaches to agricultural education.

ReGrow is a transformative initiative funded under the Erasmus+ program, designed to address the pressing challenges in agricultural education and practice in Georgia and Ukraine. The project introduces an innovative Master of Science (MSc) program in Precision Agriculture, integrating data driven decision-making, resource efficiency, and sustainability into agricultural education with the involvement of two additional parties, sharing the experiences of Germany and Greece. This multidisciplinary approach ensures that graduates and professionals are equipped with the skills and knowledge needed to lead the sector’s evolution.

        732706973_1337216971723011_3084410706774114473_n.jpg 734522027_1337217078389667_3418037592304323773_n.jpg 732197055_1337217035056338_8560509584502108672_n.jpg