უნივერსიტეტი 2026 წლის 16 ივლისიდან   აცხადებს კონკურსს  უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 

მიმდინარეობს საიტის განახლება

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2026 წლის 16 ივლისიდან   აცხადებს კონკურსს  უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 
1. „ტურიზმის" საბაკალავრო და „ტურიზმის მენეჯმენტის" სამაგისტრო, ისტორიის (მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ინტეგრირებით)  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

 ა) პროფესორი  -  1 საშტატო ერთეული.

2. „ტურიზმის" საბაკალავრო და „ტურიზმის მენეჯმენტის" სამაგისტრო, ,,ვეტერინარიის“ ინტეგრირებული  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
    
 ა) ასოცირებული  პროფესორი  -  2 საშტატო ერთეული.

3. ,,ქართული ფილოლოგიის (მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ინტეგრირებით), ინგლისური ფილოლოგიის (მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ინტეგრირებით)  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
    
 ა) ასოცირებული  პროფესორი  -  1 საშტატო ერთეული.
    
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: 

 1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.
 2. გასაუბრება/პრეზენტაცია.   

პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე პირი 5 წლის ვადით,  რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

ასოცირებული პროფესორის  აკადემიურ თანამდებობაზე  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

 აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი  ხელშეკრულებით.
  
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

პროფესორის/ასოცირებული  პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
2. სამოტივაციო წერილი.
3. ავტობიოგრაფია.
4. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.
5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.
7. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან/და ცნობა სამსახურიდან).
8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების  სია.
10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს  კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.
11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
12. ორი ფოტოსურათი.
13. ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“

კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14,),  2026 წლის 18 აგვისტოდან   26 აგვისტოს   ჩათვლით  17: 30  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა). 
კონკურსი ჩატარდება 2026 წლის 01 სექტემბერი (საბუთების განხილვა), 04 სექტემბერი  (გასაუბრება/პრეზენტაცია).