უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRODIGE “PROmoting high-quality DIGital Education in Georgia” ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ
2026 წლის 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRODIGE “PROmoting high-quality DIGital Education in Georgia” ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ, რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.
პროექტის მეექვსე სამუშაო პაკეტის (WP6) - „ციფრული სწავლების დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი - „ცვლილებების მართვის პროცესის დაუფლება“. ტრენინგს უძღვებოდნენ ალგებრა ბერნაისის უნივერსიტეტის ექსპერტები.
2 ივლისს კი წარმომადგენლებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს პროექტის საკოორდინაციო შეხვედრაში,
რომლის ფარგლებშიც მოხდა სამუშაო პაკეტების მიხედვით აქტუალური საკითხების
განხილვა და დაიგეგმა მომდევნო 6 თვის სამოქმედო აქტივობები.
პროექტი PRODIGE არის 3-წლიანი სტრუქტურული რეფორმის პროექტი, რომელიც ორგანიზებას უწევს მაღალი ხარისხის ციფრული განათლების (DE) დანერგვას საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერია ესტონეთის ხარისხისა და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტო და უნივერსიტეტების ქსელი, პროექტში ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 10 უმაღლესი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულება და პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები ბელგიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან და ხორვატიიდან. პროექტის კოორდინატორია ბელგიური ორგანიზაცია EFMD.
#zugdidiuniversity #zsu #ზსუ #ErasmusPlus #CBHE #prodige #digital #digitaleducation
From June 29 to July 1, 2026, representatives of Shota Meskhia Zugdidi State University participated in a working meeting held at Iakob Gogebashvili Telavi State University within the framework of the Erasmus+ institutional development project PRODIGE – 'PROmoting high-quality DIGital Education in Georgia'.
The meeting focused on Work Package 6 (WP6), 'Implementation of Digital Education in Georgian Universities,' and the training session 'Mastering the Change Management Process' (T6.1). The working sessions were led by experts from Algebra Bernays University.
On 2 July, the representatives also participated in the project's coordination meeting, during which key issues related to each work package were discussed, and the action plan for the next six months was developed.
The PRODIGE project is a three-year structural reform initiative aimed at facilitating the implementation of high-quality digital education (DE) in Georgia.
The project is supported by the Estonian Quality and International Accreditation Agency and a network of universities. It involves the Ministry of Education, Science, and Youth of Georgia, the National Center for Educational Quality Enhancement, ten Georgian higher education institutions, and partner educational institutions from Belgium, Estonia, Spain, and Croatia. The project is coordinated by EFMD.



