„ტურიზმის“ საბაკალავრო და „ტურიზმის მენეჯმენტის“ (I და II ნაწილი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტებულია!

მიმდინარეობს საიტის განახლება

საბაკალავრო საფეხური: ტურიზმი  სტუდენტს აძლევს ფართო ცოდნას ტურისტული რესურსების, დარგის ეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და მომსახურების სფეროს შესახებ.

სამაგისტრო საფეხური: ტურიზმის მენეჯმენტი 

კვალიფიკაცია - ტურიზმის მენეჯმენტის მაგისტრი

პროგრამის მიზანია მოამზადოს ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის პრაქტიკოსი ლიდერები, დაეუფლონ დარგის ეფექტური მართვის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, გაანალიზონ საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ტენდენციები.

სამაგისტრო საფეხური: ტურიზმის მენეჯმენტი  კვალიფიკაცია - ტურიზმის მენეჯმენტის მკვლევარი მაგისტრი 

პროგრამის მიზანია მოამზადოს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს მკვლევარი სპეციალისტები. სიღრმისეულად შეისწავლონ ტურიზმის გავლენა გარემოსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე (ეთნოლოგიურ-არქეოლოგიურ ჭრილში), ჩაატარონ ინტერდისციპლინარული კვლევები. მოახდინონ ტურისტული ადგილებისა და ბიზნეს-პროცესების სისტემური კვლევა, შეაფასონ გლობალური ტენდენციები და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიმუშაონ რეკომენდაციები სექტორის სტრატეგიული განვითარებისთვის.

აბიტურიენტებს შეეძლებათ ცვლილებების განხორციელება განაცხადებში!

დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ: 591324242; 595097209.