საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია „ადამიანი, კულტურა, რელიგია“ ჩატარდა.

მიმდინარეობს საიტის განახლება

2026 წლის 27 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია „ადამიანი, კულტურა, რელიგია“ ჩატარდა. ღონისძიება ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა, ხოლო შემდეგ დაბა მესტიაში, მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაგრძელდა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.
სამეცნიერო ფორუმის სამუშაო ენები იყო გერმანული და ინგლისური. მასში მონაწილეობდნენ ფილოსოფიის, ეთიკის, კულტუროლოგიის, სამართლისა და ლიტერატურის მკვლევრები ხუთი ქვეყნიდან: საქართველო, გერმანია, ავსტრია, ხორვატია და პოლონეთი.
კონფერენციაში ჩართულნი იყვნენ შემდეგი უნივერსიტეტებისა და აკადემიური ცენტრების წარმომადგენლები:
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (საქართველო)
• თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
• შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
• ბონის უნივერსიტეტი (გერმანია)
• ფრაიბურგის უნივერსიტეტი (გერმანია)
• ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი (გერმანია)
• ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი (გერმანია)
• ვენის უნივერსიტეტი (ავსტრია)
• ზადარის უნივერსიტეტი (ხორვატია)
• ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
• ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი პოზნანში (პოლონეთი)
• აკადემია იგნატიანუმი კრაკოვში (პოლონეთი)
სამეცნიერო სესიების, დისკუსიებისა და სცენური კითხვის პარალელურად, პროგრამა მოიცავდა კულტურულ ღონისძიებებსაც. 

             766797937_1372842261493815_3316268051739762035_n.jpg 772613324_1372797984831576_9166437327868400036_n.jpg 772414829_1372797371498304_6351913651305650573_n_0.jpg

      772549155_1372797928164915_4078618097519124620_n.jpg  773485229_1372798054831569_1124640652553621983_n.jpg 767300964_1372798131498228_4662939491141893681_n.jpg