სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსება

მიმდინარეობს საიტის განახლება

სოციალური პროგრამის ფარგლებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ (ბაკალავრიატი) და მე-2 (მაგისტრატურა) საფეხურზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის/სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოპოვება შეუძლია 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ გარკვეული კატეგორიის სტუდენტებს. კერძოდ, სოციალური პროგრამის ფარგლებში, უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განცხადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, ონლაინ რეჟიმში, პორტალზე http://socreg.mes.gov.ge 2026 წლის 26 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით.

სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოსაპოვებლად, მაგისტრანტები განცხადებას წარადგენენ მხოლოდ ელექტრონულად, პორტალზე − http://socreg.mes.gov.ge, 2026 წლის 28 სექტემბრიდან 2026 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით.