პროექტი „გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“ (შემდგომში - იმიტირებული სასამართლო პროცესი).
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად ახორციელებს პროექტს „გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“ (შემდგომში - იმიტირებული სასამართლო პროცესი).
პროექტი მიზნად ისახავს თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას/დახვეწას, სტუდენტთა დაახლოებასა და საკონტაქტო ქსელის შექმნას.
იმიტირებული სასამართლო პროცესი შედგება წერილობითი და ზეპირი ეტაპებისაგან. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეგზავნებათ კაზუსი, რომელიც განსაზღვრულ ვადაში უნდა წარმოადგინონ . დარეგისტრირებულ გუნდებს ასევე ჩაუტარდებათ თემატური ტრენინგები.
საუკეთესოწერილობითი პოზიციის მქონე რვა გუნდი მონაწილეობას მიიღებს ზეპირ ეტაპზე, რომელიც გაიმართებაყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია, დარეგისტრირდეს ერთი ან რამდენიმე გუნდი. გუნდი უნდა შედგებოდეს, მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ოთხი წევრისგან. გუნდის წევრს მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ წინა წლების ტრეფიკინგის თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესის ზეპირ ეტაპზე.
იმიტირებულ სასამართლო პროცესზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 22 ოქტომბერი. გთხოვთ, თქვენი ინტერესის შემთხვევაში, შეჯიბრების წესების, ვადებისა და სხვა დეტალური ინფორმაცის შესახებ ეწვიოთ სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდს - tcj.gov.ge.
დამატებით გაცნობებთ, რომ იმიტირებული სასამართლო პროცესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2026 წლის 1 ოქტომბერს, 12:00 საათზე, რომელზე რეგისტრაციაც შესაძლებელია შემდეგი ელ. ფოსტის მეშვეობით legaltrainings@tcj.gov.ge.

