საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში (ICRC), საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიის კოორდინაციით, გეგმავენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ეროვნულ შეჯიბრს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში (ICRC), საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიის კოორდინაციით, გეგმავენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ეროვნულ შეჯიბრს.
ზემოაღნიშნული შეჯიბრის მიზანია იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და სტუდენტური საკონტაქტო ქსელის შექმნა.
შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ერთი და იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამი წევრისაგან შემდგარ გუნდს, რომლის წევრები არიან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტები.
შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი, სიმულაციის ფორმით, ჩატარდება სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიულ ორგანოში - ყვარლის სასწავლო ცენტრში. შეჯიბრში მონაწილეობა უფასოა. ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებულია გუნდის წევრთა განთავსებასა და კვებასთან, იფარება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 2026 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში, დაგეგმილია პროექტის საჯარო პრეზენტაცია, რომელიც გაიმართება ონლაინ ფორმატში, Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით. ზუსტ თარიღსა და დროს გაცნობებთ მოგვიანებით.

