უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა,

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ მიიღეს.

მინისტრმა ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონის განვითარების პროცესში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტს მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს კვალიფიციური კადრების მომზადებასა და ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში.

კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ. მან ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა და უნივერსიტეტის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

2026 წელს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს 300-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს

     829263174_2491988831327721_6107565021736513260_n.jpg 829115768_1075727625271991_702458309336221917_n.jpg 830703724_2010814989453570_7129968755842843535_n.jpg