საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.

შეხვედრაზე განიხილეს უმაღლესი და პროფესიული განათლების დაახლოების, ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბების საკითხები და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე, საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფასა და პროფესიული განათლების იმიჯის გაძლიერებაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სამინისტროს წარმომადგენლები და სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები

  849350535_1092191540367027_5728434896486418183_n.jpg 849478035_1847665302923246_9221227314338796965_n.jpg 847415658_1763130848074423_3754069386817902570_n.jpg

   849535939_1086872114169638_6645028341161149645_n.jpg 850489549_1154659403650585_812582944823091346_n.jpg 848734109_1125375716554898_1383186852485531742_n.jpg