სამუშაო შეხვედრა — განათლება, მეცნიერება და ქართულ-აფხაზური მშვიდობის მშენებლობა

მიმდინარეობს საიტის განახლება

დღეს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორგანიზაცია „მშვიდობის ელჩები“ დამფუძნებელ ქალბატონ Мака Цабуташвилиთან ერთად, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის სახელით, მქონდა პატივი შევხვედროდი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი . Zugdidi State University რექტორს, პროფესორს ქალაბტონი თეონა ხუფენიასა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ისტორიის დოქტორს ბატონი ზაალ ქორთუას.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის ფორმატში წარიმართა. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები განათლებისა და მეცნიერების განვითარების, ასევე ქართულ-აფხაზური მშვიდობის მშენებლობის პროცესში აკადემიური წრეების როლისა და მნიშვნელობის შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული კულტურის, ენის, ისტორიის, მეცნიერების, ეროვნული იდენტობისა და ღირებულებების დაცვასა და პოპულარიზაციას. ასევე განვიხილეთ ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და გამოითქვა მზაობა, უახლოეს პერიოდში გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და ნაყოფიერ, გრძელვადიან თანამშრომლობას.

განათლება, მეცნიერება, კულტურა და დიალოგი — მშვიდობისა და ურთიერთგაგების მნიშვნელოვანი საფუძველი!

გვჯერა, რომ აკადემიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის ახალგაზრდების განვითარების, ეროვნული ღირებულებების დაცვისა და ქართულ-აფხაზური მშვიდობის მშენებლობის პროცესში განათლებისა და მეცნიერების როლის გასაძლიერებლად.

ღმერთი! სამშობლო! ადამიანი!

                                            864445377_2788557444879463_605506026174559702_n.jpg