ერასმუს+ პროექტის PRODIGE ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბელგიელი მენტორები სტუმრობდნენ.
მიმდინარეობს საიტის განახლება
ერასმუს+ პროექტის PRODIGE ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბელგიელი მენტორები სტუმრობდნენ. ვიზიტის მიზანი იყო უნივერსიტეტში ციფრული განათლების განვითარების პროცესის მხარდაჭერა. შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ციფრული განათლების სტრატეგიული გეგმა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა, მათ შორის განსაზღვრული პრიორიტეტები, დაგეგმილი ღონისძიებები და საჭირო რესურსები. მენტორებმა წარმოადგინეს რეკომენდაციები დოკუმენტების შემდგომი დახვეწისა და სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელების მიზნით.







