უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროექტში “UNI4VERSE – FINEDU”.

მიმდინარეობს საიტის განახლება

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროექტში “UNI4VERSE – FINEDU”. უნივერსიტეტის გუნდმა საკუთარი სტარტაპ იდეა “Finpilot” წარადგინა - პლატფორმა მცირე ბიზნესებს ფინანსებისა და ყოველდღიური საქმიანობის მართვას უმარტივებს.

 სტუდენტებმა კონკურსის ფარგლებში ფინანსური სერვისების ინტეგრაციის, ინვესტიციებისა და გრძელვადიანი დაგეგმვის გამარტივების, კიბერუსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის, ბიუჯეტირებისა და დანაზოგების მართვის, ასევე მცირე ბიზნესისთვის ფულადი ნაკადების ანალიზის მიმართულებით იმუშავეს. ფინალურ ეტაპამდე მონაწილეებმა იდეების გენერირების ვორქშოფები, საინფორმაციო შეხვედრები და ონლაინ სამუშაო სესიები გაიარეს. ფინალურ ეტაპზე კი პროექტი და პროტოტიპი ჟიურის წინაშე წარადგინეს.

UNI4VERSE ყოველწლიური ინოვაციების და ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კონკურსია, რომელიც ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება და სტუდენტებს საკუთარი იდეების რეალურ პროდუქტებად გარდაქმნის შესაძლებლობას აძლევს.

 UNI4VERSE – FINEDU საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ, საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა FinEdu-თან პარტნიორობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და „ინოვაციური განათლების ფონდის“ კოორდინირებით განხორციელდა.

           897671991_1451198710324836_4076535457914148896_n.jpg 897480452_1451198516991522_8225065919978957499_n.jpg 895928180_1451198520324855_4174870765351651163_n.jpg