LEAF და საქართველოს ბანკის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური
17 ნოემბერი, 14:00 საათი - LEAF და საქართველოს ბანკის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური. internationalization ტურის ფარგლებში მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.
შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების შესაძლებლობებს, შეიტყობენ, როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ სწავლის სააპლიკაციო პროცესი, რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.
შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე: https://shorturl.at/0WHgN
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://shorturl.at/9NAjU
შეხვედრა გაიმართება ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. 17 ნოემბერი. 14:00 საათი

