ზუგდიდის ტექნოპარკი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, სტუდენტებისთვის პროექტ „AI დასაქმების ხელშეწყობისთვის“ იწყებს.

მიმდინარეობს საიტის განახლება

პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი და ინოვაციები დასაქმების ბაზარს. ასევე, პრაქტიკულად შეისწავლიან AI ინსტრუმენტების გამოყენებას სამსახურის ძიების, კარიერული დაგეგმვისა და პროფესიული განვითარების პროცესში.

დაინტერესებულ სტუდენტებს რეგისტრაცია შეუძლიათ ბმულზე: https://apps.mygita.ge/zs/3KC2Xu