LEAF განათლების ცენტრმა და საქართველოს ბანკმა მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და განათლებით დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
მიმდინარეობს საიტის განახლება
7 ნოემბერს, საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში, LEAF განათლების ცენტრმა და საქართველოს ბანკმა მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და განათლებით დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
მოსწავლეებმა, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა LEAF-ის აკადემიური მრჩევლებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებზე.
