საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს საერთაშორისო დაჯილდოების International Travel Awards 2026-ის ჯილდო გადაეცა ნომინაციაში – „წლის საუკეთესო ისტორიულ-კულტურული მუზეუმი“.

საზეიმო ცერემონია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ დუბაიში გაიმართა.
International Travel Awards მსოფლიოში ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ პროგრამას წარმოადგენს. აღნიშნული საერთაშორისო აღიარება ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და სამუზეუმო სფეროს მნიშვნელოვანი წარმატებაა.
კულტურის სამინისტრო ულოცავს საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლებს ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოს მიღებას.