28. 09.2012 ღია პირველობა მკლავჭიდში
მიმდინარეობს საიტის განახლება
25 სექტემბერს ქალაქ მესტიაში სპორტული ფესტივალი საქართველო 2012 –ის ფარგლებში ჩატარდა ღია პირველობა მკლავჭიდში. შეჯიბრში მონაწილეობდნენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები: დათო სამუშია და ბაკურ თოლორაია. 75კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დათო სამუშიას ხვდა წილად, ხოლო 90კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილი ბაკური თოლორაიამ დაიკავა. ჩვენ ვუერთდებით ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს.
