შეხვედრა სტუდენტებთან
მიმდინარეობს საიტის განახლება
29 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ასოციაცია „დეამ“ პროექტის ფარგლებში - „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების პოლიტიკური გააქტიურების ხელშეწყობა‘’ , რომლის დონორიც არის აშშ ფედერაციული განვითარების სააგენტო „პროგრამა დემოკრატიული მმართველობისთვის“ - უნივერსიტეტის სტუდენტებთან მოაწყო შეხვედრა.
შეხვედრა ეხებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტების პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი გადაჭრის გზების ძიებას. სტუდენტებმა და შეხვედრის ორგანიზატორებმა ვრცლად ისაუბრეს ახალგაზრდების საჭიროებებზე.
