24.04.2013 ლიტერატურული წრის დაფუძნება სასწავლო უნივერსიტეტში

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შემოქმედ სტუდენტთა ინიციატივით დაფუძნდა ლიტერატურული  წრე, რომლის მიზანია ლიტერატურული ინტერესების გაღვივება სტუდენტებში, შემოქმედებითი უნარ–ჩვევების განვითარება, სტუდენტთა  შემოქმედების გაცნობა.     23 აპრილს ლიტერატურული წრის დაფუძნების აღსანიშნავად ჩატარდა  „ხელოვნების საღამო“.  სტუდენტები აქტიურად აგრძელებენ  მუშაობას და მომავალში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გვპირდებიან.