27.07.2013 მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!!!

მიმდინარეობს საიტის განახლება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2013 წლის 22 ივლისის „მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ №245  ბრძანებით განისაზღვრა მობილობის ვადები:

მობილობის მსურველი სტუდენტი პორტალზე უნდა დარეგისტრირდეს  და გააკეთოს ელექტრონული  განაცხადი 12 აგვისტოს 11:00 საათიდან 30  აგვისტოს  24:00 საათამდე.
 

სტუდენტის არჩევანი ჩაითვლება რეგისტრირებულად მხოლოდ საფასურის - 40 ლარის გადახდის შემთხვევაში.
 

საფასურის გადახდა შესაძლებელია მობილობაზე ელექტრონული განაცხადის გაკეთების შემდეგ  სს „საქართველოს ბანკის“ ფილიალებში და ონლაინ რეჟიმში.