16.09.2013 ბუნებრივი სულები: „გაგრძელება და ცვლილება“
მსოფლიო საერთაშორისო ფოლკლორისტთა სამეცნიერო საზოგადოების რწმენა-წარმოდგენების კომიტეტის კონფერენცია
ძვირფასო კოლეგებო,
უდიდესი სიამოვნებით გიწვევთ მსოფლიო საერთაშორისო ფოლკლორისტთა სამეცნიერო საზოგადოების, რწმენა-წარმოდგენების კომიტეტის კონფერენციაზე: „ზებუნებრივი ძალები: გაგრძელება და ცვლილება“, ზუგდიდში, 2014 წლის 1-4 ოქტომბერს
კონფერენციის ორგანიზატორი იქნება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, მხარდამჭერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, თანაორგანიზატორი მსოფლიო საერთაშორისო ფოლკლორისტთა სამეცნიერო საზოგადოების რწმენა-წარმოდგენების კომიტეტი
ბუნებრივი ძალები (სულები) ყოველთვის იყო ფოლკლორული ნარატივის კვლევის უმთავრესი საკითხი. რომანტიკული ეპოქიდან რწმენითმა ტრადიციამ და მათმა შესწავლამ განიცადა არაერთი ცვლილება. თანამედროვე ფოლკლორული კვლევების შუქზე დროა განვაახლოთ სამეცნიერო ხედვა ზებუნებრივზე ბუნებაში და მოხდეს ბუნებრივი ძალების (სულების) მთლიანი კონცეფციის პრობლემატიზირება. რამდენადაც ეს კლასიკური კატეგორია პრაქტიკულია თავისი მაჩვენებლით, ინდექსით, ის შესაძლოა იყოს უცხო ადგილობრივი, ლოკალური, ხალხური ინტერპრეტაციის მიხედვით. მსოფლიო საერთაშორისო ფოლკლორისტთა სამეცნიერო საზოგადოების რწმენა-წარმოდგენების კომიტეტის კონფერენცია ბუნებრივი ძალები (სულები): „გაგრძელება და ცვლილება“ იწვევს მკვლევარებს, რომ განიხილონ ისტორიული და თანამედროვე ხედვა სულებზე, ძალებზე ბუნებრივ გარემოში ორივე მიმართულებით: როგორც კვლევის ობიექტი და როგორც ხალხური ყოფის, ტრადიციულის გამოხატულება. კონფერენციის მიზანია შექმნას საერთო სურათი ხალხურ წარმოდგენებში, გარკვეულ ბუნებრივ პირობებთან, ადამიანთა ცხოვრების შესახებ და განიხილონ მონათესავე თეორიული, მეთოდოლოგიური და კონცეფცუალური საკითხები. ჩვენ მივესალმებით აკადემიურ პრეზენტაციებს ბუნებასთან დაკავშირებულ სულებსა და ძალებზე, მათ ადგილებზე ბუნებასა და იმ ხალხურ წარმოდგენებზე რაც ამ ყოველივეს შთააგონეს ხალხს. ჩვენ წავახალისებთ შედარებით კვლევებს: ადგილსა და დროს შორის, განსხვავებულ ჟანრებსა და ემიკურ და ეთიკურ პერსპექტივებს შორის და ასევე კვლევის ტრადიციასა და კონცეფციას შორის. ჩვენ ასევე ველოდებით თეორიულ დისკუსიას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ისინი შეიძლება მოიცავდნენ (თუმცა არ იზღუდებიან აღნიშნულით) რწმენის მოდალობას, ჟანრის როლს, რწმენითი ნარატივის კონცეფციას, ან ბუნებრივის კატეგორიების კონცეფციას, ზებუნებრივის, ან ზეადამიანურის განსხვავებულ სიტყვათწარმოებაში.
მოხარული ვიქნებით მოგიწვიოთ ზუგდიდში მსოფლიო საერთაშორისო ფოლკლორისტთა სამეცნიერო საზოგადოების რწმენა-წარმოდგენების კომიტეტის კონფერენციაზე ბუნებრივი სულები: „გაგრძელება და ცვლილება“
კონფერენციის ორგანიზატორები არიან:
BNN რწმენა-წარმოდგენების ქსელი, ნებაყოფილობითი გაერთიანება მსოფლიო საერთაშორისო ფოლკლორისტთა სამეცნიერო საზოგადოებაში (ISFNR), რომლებიც მუშაობენ ნარატიულ ჟანრზე.
მსოფლიო საერთაშორისო ფოლკლორისტთა სამეცნიერო საზოგადოება (ნარატიული ჟანრის კომიტეტი (ISFNR)), სამეცნიერო და პროფესიუნალური ორგანიზაცია მსოფლიო საერთაშორისო ფოლკლორისტთა სამეცნიერო საზოგადოებაში ფოლკლორული ნარატივის სფეროში, ხალხურ ლიტერატურაში, ფოლკლორსა და მონათესავე სფეროებში. თავისი სტატუსიდან გამომდინარე საზოგადოების მთავარი მიზანია: „განავითაროს სამეცნიერო საქმიანობა ფოლკლორული ნარატივის კვლევის სფეროში და მისცეს სტიმული ურთიერთობებსა და მოსაზრებათა გაცვლას თავის წევრებს შორის“ აცნობიერებს რა სფეროს განვითარებას. მიზანი გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში, მოიცვა რა ნარატივის ყველა ასპექტი, როგორც ადამიანთა ურთიერთობის ცენტრალური კატეგორიის წარმოჩენა.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა: რეგიონის ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით მოამზადოს ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების, დემოკრატიული და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირებული, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციისმქონე, შიდა და საგარეოშრომის ბაზარზე უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე, კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციურიკადრი.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ამზადებს და გადაამზადებს ახალ სამეცნიერო პერსონალს, ქმნის, უზრუნველყოფს და განავითარებს სასწავლო და კვლევის პირობებს. სწრაფად და მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი მოდიფიკაციის გზით. დამსაქმებლებსა და დასაქმებულებისთვის განიხილებოდეს როგორც ყველაზე სასურველი პარტნიორიიყოს მაღალეფექტური, მოქნილი და სწრაფად განვითარებადი სასწავლებელი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოწოდებულია, საზოგადოების მონაწილეობით ჩამოაყალიბოს თანამედროვე და ინოვაციური საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემო. ეს გარემო ეფუძნება არჩევანის თავისუფლებისა და თანამშრომლობის, სამართლიანი კონკურენციისა და თანაბარი შესაძლებლობების, სამოქალაქო ერთიანობისა და კულტურული თვითმყოფადობის პატივისცემისპრინციპებსდახელსუწყობსადამიანებს, შეიძინონ და განავითარონ სოციალური წარმატებისთვისა და თვითრეალიზებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ხელს უწყობს: ფუნდამენტალურ, გამოყენებით და ინოვაციურ კვლევებს კონკურსის პირობებში, განავითაროს ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოება, გააძლიეროს კავშირები მეცნიერებასა და განათლებას შორის, მოახდინოს საქართველოს ინტეგრაცია საერთაშორისო კვლევებს შორის და მოახდინოს მეცნიერების პოპულარიზაცია. სამეცნიერო საზოგადოებასა და სახელმწიფო და კერძო პირებს შორის თანამშრომლობით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი თავის საქმიანობას ახორციელებს გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად.
თეზისების დარეგისტრირების ბოლო ვადაა 31 დეკემბერი 2013 წელი.